ნატომ ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა - კვირის პალიტრა

ნატომ ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა

ნატომ ოფიციალურად აღიარა, რომ ალიანსის ჯარისკაცმა ბი-ბი-სის შტატგარეშე ჟურნალისტი 25 წლის ახმედ ომედ ხფულვაკი მოკლა. რეპორტიორი მოკლეს ურუზგანის პროვინციაში, სპეცოპერაციისას, რომლის დროსაც 21 თალიბი გამოასალმეს სიცოცხლეს. ნატოს ჯარისკაცს მოეჩვენა, რომ ხფულვაკი ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და ის ადგილზე დაცხრილა. მიუხედავად აღიარებისა, ალიანსი მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურემ სიტუაციის შესაბამისად იმოქმედა.