მეამბოხეებმა კადაფის ციტადელს შეუტიეს - კვირის პალიტრა

მეამბოხეებმა კადაფის ციტადელს შეუტიეს

ლიბიელმა მეამბოხეებმა ქალაქ ბანი-ვალიდს შეუტიეს, რომელიც მუამარ კადაფის ერთ-ერთ ბოლო ციტადელად მიიჩნევა.გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ იქ იმყოფება ლიბიელი დიქტატორი და მისი ვაჟი, სეიფ ალ-ისლამი. მანამდე კი ინტერპოლმა კადაფისა და მისი ოჯახის წევრებზე ძებნა გამოაცხადა. მუამარ კადაფი მასობრივ მკვლელობებშია ეჭვმიტანილი.