ხევსურეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

ხევსურეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხევსურეთში ჩამოვარდნილი Ми8 ტიპის ვერტმფრენის მფრინავმა დაბალ სიმაღლეზე,  დაფრენის დროს,  დაკარგა მართვა, რაც  ქარის მიმართულების მკვეთრმა  ცვალებადობამ გამოიწვია. ვერტმფრენში სამ მფრინავთან ერთად  საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 8-კაციანი გადამღები  ჯგუფი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.