სად გაუჩინარდა "ქართველი ემიგრანტების" ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

სად გაუჩინარდა "ქართველი ემიგრანტების" ხელმძღვანელი

მოძრაობა "თეთრების" მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტების" ხელმძღვანელი ზვიად ყუშიტაშვილი მოდულის შენობაში ჰყავთ დაკავებული. "თეთრების" ცნობით, ყუშიტაშვილი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა როსტიაშვილმა გააფრთხილა, არ მიეღო მონაწილეობა ევროპაში დაგეგმილ აქციებში, რომლის მიზანიც 26 მაისის მოვლენებზე უცხოელებისა და ემიგრანტებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. Aამის შემდეგ, "თეთრების" ცნობით, ყუშიტაშვილი შსს-ს თანამშრომლებმა არაოფიციალურად დაიბარეს მოდულის შენობაში. "თეთრები" ყუშიტაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ შსს-სგან ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას ითხოვენ.