სასტუმრო "ტიფლისი" და ვენის კონვენცია - კვირის პალიტრა

სასტუმრო "ტიფლისი" და ვენის კონვენცია

რუსულმა მხარემ მოსკოვში საქართველოს ყოფილი საელჩოს სასტუმრო„"ტიფლისი" აუქციონზე გაიტანა, რამაც ოფიციალური თბილისის აღშფოთება გამოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა და შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, მხარეებს შორის არ გაფორმებულა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ამ სასტუმროზე საკუთრების უფლებას ცნობს. რუსი დიპლომატების ცნობით, როსიმუშესტვომ„"ტიფლისის" მფლობელად 2006 წელს ფირმა "მელოდია" აღიარა და განაცხადა, რომ ქართული მხარის პრეტენზიები უსაფუძვლოა.