რუსებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს - კვირის პალიტრა

რუსებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს

7 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში, ტანის ხეობის სოფელ შატილის მახლობლად, სამი რუსული Ми-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენები საქართველოს საჰაერო საზღვრიდან 3 კილომეტრში შეიჭრნენ და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს თავზე. ამის შემდეგ ვერტმფრენებმა დატოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე. ქართულმა მხარემ რუსეთი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მომხდარის შესახებ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში ჩააყენა (ვრცლად იხ. გვ. 9).