რურუა ბრიტანელ მსახიობებს გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

რურუა ბრიტანელ მსახიობებს გამოეხმაურა

ბრიტანელმა მსახიობებმა ვანესა რედგრეივმა, ალან რიკმანმა და ტელმა ჰოლტმა გამოცემა

Guardian-ში გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც შეშფოთება და პროტესტი გამოთქვეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების გამო. ბრიტანელ მსახიობებს საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ Guardian-ისვე ფურცლებზე უპასუხა და დაეთანხმა, რომ  სტურუამ ქართულ და არა მხოლოდ ქართულ კულტურაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა, რურუას მტკიცებით, სტურუამ ეთნიკური უმცირესობების შესახებ დამამცირებელი შენიშვნები გააკეთა, რაც მრავალეთნიკურ საქართველოში სახიფათოა.