სოფელ ლესასთან ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

სოფელ ლესასთან ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გურიაში, სოფელ ლესასთან, თურქეთისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოავარიაში მესამე ავტომანქანაც მოყვა. გურიის გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილის ცნობით, ავტოავარიას მგზავრები ემსხვერპლნენ. 10 სექტემბრის 23:00 საათისთვის გურიის რეგიონის ადმინისტრაციაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ლანჩხუთის გამგებელ გიორგი გოგუაძის ინფორმაციით, დაშავდა დაახლოებით 25 მგზავრი, რომლებიც ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის სტაციონარებში გადაიყვანეს.