ხელისუფლების პასუხი - კვირის პალიტრა

ხელისუფლების პასუხი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, რომელიც ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფას ეხება, როგორც შსს-ს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილის მტკიცებით, ნიკა კვინტრაძე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა და მას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. უტიაშვილის თქმით, ცნობილ ფოტოზე, რომელზეც პოლიციის მიერ დაკავებულ პირებს შორის მეგობარმა ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, სინამდვილეში კვინტრაძე კი არა, ქარელში მცხოვრები გიორგი ბაქრაძეა გამოსახული, რომელიც ჯანმრთელადაა და ცოცხალია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა საია სიცრუეში დაადანაშაულა, რის გამოც ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაძლოა, გაბაშვილს სასამართლოში უჩივლოს.