ნიკა კვინტრაძის საქმე - კვირის პალიტრა

ნიკა კვინტრაძის საქმე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, 26 მაისს ნიკა კვინტრაძე პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული.ბრიტანელი ექსპერტები ამ დასკვნამდე მივიდნენ 26 მაისს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის, პროზექტურაში მოთავსებული ნიკა კვინტრაძის ცხედრის ფოტოსა და გარდაცვლილის პირადობის მოწმობის სურათის შედარების შემდეგ. Aსაია-ს ხელმძღვანელ თამარ ჩუგოშვილის მტკიცებით, მათ მოიპოვეს იმ პირის ჩვენება, რომელიც 26 მაისს, დილით, თავისუფლების მოედანზე იმ შენობის სახურავზე იმყოფებოდა, სადაც კვინტრაძის ცხედარი აღმოაჩინეს. ჩუგოშვილის თქმით, ეს ადასტურებს, რომ ცხედარი სახურავზე მოგვიანებით მიიტანეს. საია სამართალდამცველებისგან საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და ამ მიზნით შსს-სთან საპროტესტო აქციაც გამართა. შეგახსენებთ, რომ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები აღმოაჩინეს (ვრცლად იხ. გვ. 6).