ბაქრაძე პრეზიდენტად? - კვირის პალიტრა

ბაქრაძე პრეზიდენტად?

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტობის კანდიდატად, შესაძლოა, პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე დაასახელოს. ამის შესახებ საქართველოში  შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელიც საიტმა WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. კერძოდ, ტეფტისთვის დიმიტრი შაშკინს უთქვამს, - ბაქრაძე ჭკვიანია, დამოუკიდებელი და კარგად მუშაობს. თუ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას მოიპოვებს, პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება. ოპოზიციის წარმომადგენლებს ეს ვერსია რეალურად ეჩვენებათ. მათი აზრით, თუ 2013 წელს სააკაშვილი გიგი უგულავამ კი არა, ბაქრაძემ ჩაანაცვლა, ქვეყნის დე ფაქტო მმართველი შს მინისტრი გახდება.