პალესტინა დამოუკიდებელი გახდება? - კვირის პალიტრა

პალესტინა დამოუკიდებელი გახდება?

გაეროს გენერალური ასამბლეა განიხილავს პალესტინის ავტონომიის განაცხადს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თაობაზე.პალესტინამ დამოუკიდებლობა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. პალესტინის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს არაბულმა ქვეყნებმა, ისრაელმა და ევროკავშირმა კი პალესტინას ავტონომიის გაფართოება შესთავაზეს. ამ პოზიციას ემხრობა აშშ-ც. თუმცა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი პალესტინის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.