ერაყში ტერაქტები გრძელდება - კვირის პალიტრა

ერაყში ტერაქტები გრძელდება

ერაყში ტერაქტების სერიას 20-მდე კაცი ემსხვერპლა, 50 კი დაიჭრა. ტერორისტებმა აფეთქებები ბაღდადში, მედათიასა და ხაბანაში ერთდროულად მოაწყვეს. ერაყის ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ დამოუკიდებლად სიტუაციის გაკონტროლება უჭირთ. არ არის გამორიცხული ოფიციალურმა ბაღდადმა ვაშინგტონს იმ 47-ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტის დატოვება სთხოვოს, რომლის ერაყიდან გაყვანა წლის ბოლომდე იგეგმება.