კადაფის ქალაქთან გააფთრებული ბრძოლებია - კვირის პალიტრა

კადაფის ქალაქთან გააფთრებული ბრძოლებია

ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ძალებმა დიქტატორ მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტს შეუტიეს. შტურმისას კადაფის მოწინააღმდეგეები 900 ერთეულ სხვადასხვა ტიპის ტექნიკას იყენებენ.დანებებას არც სირტის დამცველები აპირებენ და ეროვნული საბჭოს ძალებს ინტენსიურ ცეცხლს უშენენ. დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. მუამარ კადაფის არაერთხელ განუცხადებია, რომ სირტის შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.