პროხოროვი პარტიიდან გააგდეს - კვირის პალიტრა

პროხოროვი პარტიიდან გააგდეს

რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, პარტია "პრავოე დელოს" ყრილობამ პოლიტორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გადააყენა.მასთან ერთად პარტია დატოვეს ევგენი როიზმანმა და ალა პუგაჩოვამ. პროხოროვმა  ყველაფერში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ვლადისლავ სურკოვი დაადანაშაულა და დაჰპირდა, რომ უსამსახუროდ დატოვებს.

პროხოროვის აქტიურ მომხრეებს შორის არიან მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი, მსახიობი ლეონიდ იარმოლნიკი, რეჟისორი პაველ ლუგინი და შემოქმედებითი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები.