პრინცი რთველს დაესწრება - კვირის პალიტრა

პრინცი რთველს დაესწრება

მონაკოს პრინცი ალბერ  II  ყვარელში რთველს დაესწრება, მანამდე კი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ეწვევა მესტიასა და ბათუმს, სადაც სპექტაკლ "ქეთო და კოტეს" დაესწრება.პრინცი პატივს მიაგებს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას.

ალბერ II არქეოლოგიურ გათხრებს დაათვალიერებს და ქართველ მეცნიერებს შეხვდება. ასევე, დაესწრება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისისა და მუზეუმის გახსნას და დაათვალიერებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს.