პასპორტი საჩუქრად - კვირის პალიტრა

პასპორტი საჩუქრად

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუს დირიჟორ მიხაილ არკადიევს საქართველოს მოქალაქის პასპორტი გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დირიჟორმა მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა და საქართველოს მოქალაქეობა სთხოვა. თუმცა თავად არკადიევმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დასაქმება სთხოვა და პასპორტი საჩუქრად მიიღო. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეობას საქართველოს მოქალაქეობაზე არ გაცვლის. არკადიევი რუსეთის "წყნარი ოკეანის სიმფონიური ორკესტრიდან" მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პუტინის "სახალხო ფრონტში" გაწევრებაზე უარი განაცხადა.