ფესტივალი მალკოვიჩმა გახსნა - კვირის პალიტრა

ფესტივალი მალკოვიჩმა გახსნა

თბილისის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა სპექტაკლით "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანი", რომელშიც მთავარი როლი ჰოლივუდის ვარსკვლავმა  ჯონ მალკოვიჩმა შეასრულა.

სპექტაკლამდე მსახიობმა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა. "მე ამ ქვეყნისა და კულტურის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, თუმცა ვხვდები, რამხელა კულტურული მემკვიდრეობის მფლობელია", - განაცხადა მალკოვიჩმა.