სარკოზიც მოდის - კვირის პალიტრა

სარკოზიც მოდის

საქართველოს ოქტომბერში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. განსახილველი თემები, სავარაუდოდ, საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება-არშესრულება იქნება.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ, რომლის მონაწილეებმა სარკოზის უნდა შეახსენონ, რომ მისი შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება რუსეთმა ფარატინა ქაღალდად აქცია.