რასმუსენი ნოემბერში გვეწვევა - კვირის პალიტრა

რასმუსენი ნოემბერში გვეწვევა

9-10 ნოემბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა და შეხვედრებს გამართავს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, რომლის დროსაც ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციაზე ისაუბრებენ.

2012 წელს ჩიკაგოში ნატოს სამიტი გაიმართება და სავარაუდოდ, რასმუსენის ვიზიტისას გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა სამიტი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხს.