კემერონის განცხადება აორთქლდა - კვირის პალიტრა

კემერონის განცხადება აორთქლდა

მოსკოვში ვიზიტისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა დმიტრი მედვედევთან ერთობლივ ბრიფინგზე რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.მისი სიტყვები კრემლის საიტის ინგლისურენოვან ვერსიაში მოხვდა, რუსულ თარგმანში კი "აორთქლდა". რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავი იმით იმართლა, რომ რუსული ვერსია ბრიტანელი თარჯიმნის სინქრონს დაეფუძნა და შესაბამისად, ამ გაუგებრობაში დამნაშავე თარჯიმანია.