ქართულ-რუსული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა - კვირის პალიტრა

ქართულ-რუსული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების გამო ჟენევაში ქართულ-რუსული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკებისას ქართული მხარე მუდმივად მიდის კომპრომისზე, რუსები კი ჯიუტად დგანან დაჩემებულ პოზიციაზე, "როგორც ბოროდინოს ველზე".