"ქართველთა მარში" - კვირის პალიტრა

"ქართველთა მარში"

გუბაზ სანიკიძის ცნობით, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, "ეროვნული ფორუმი" გეგმავს "ქართველთა მარშს", რომელიც  ხალხის უკმაყოფილების დემონსტრირება უნდა იყოს. სანიკიძის თქმით, "ქართველთა მარშის" დაანონსება ოპოზიციურ "ექვსიანთან" შეთანხმებული არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, ამან "ექვსიანის"  წევრები გაანაწყენა, რამაც შესაძლოა ბზარი გააჩინოს ოპოზიციურ გაერთიანებაში. ცნობილია, რომ მარშში მონაწილეობას არ მიიღებს ირაკლი ალასანია, რომლის განცხადებითაც, 27 სექტემბერს "თავისუფალ დემოკრატებს" სხვა ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.