გილაურის პირობა - კვირის პალიტრა

გილაურის პირობა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე დებატები მოჰყვა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ აღიარებულ ბირჟებზე სახელმწიფო კომპანიების აქციები გაიყიდოს.ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას საარჩევნოდ ფული დასჭირდა, სხვები კი შიშობენ, რომ შესაძლოა, სტრატეგიული კომპანიები მეზობელი სახელმწიფოების ხელში მოხვდნენ. თუმცა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო ობიექტების საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება და მთავრობას გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ექნება.