გაიმართა დიპლომატიური ამბასადორიალი - კვირის პალიტრა

გაიმართა დიპლომატიური ამბასადორიალი

სასტუმრო "რედისონში" გაიმართა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ამბასადორიალი, რომელზეც შეაჯამეს წლის განმავლობაში ქართველი დიპლომატების  საქმიანობა. ამბასადორიალში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და  ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აუდრონიუს აჟუბალისი.