იემენში არეულობა გრძელდება - კვირის პალიტრა

იემენში არეულობა გრძელდება

იემენში ოპოზიციის საპროტესტო აქციები განახლდა, რასაც სამთავრობო ძალები ცეცხლის გახსნითა და დაბომბვით პასუხობენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტაკებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში დაბრუნდა პრეზიდენტი აბდულა სალეჰი, რომელიც 3 თვის განმავლობაში საუდის არაბეთში მკურნალობდა. სალეჰმა დედაქალაქი სანა დახურულ ქალაქად გამოაცხადა.