ავღანეთში ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს - კვირის პალიტრა

ავღანეთში ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, შერიგების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი ბურხანუდინ რაბანი მაშინ ააფეთქეს, როდესაც ის "თალიბანის" წარმომადგენლებს ხვდებოდა.ერთ-ერთი თალიბი შეხვედრაზე ჩალმაში ჩამონტაჟებული ნაღმით შევიდა. აფეთქების შედეგად რაბანი ადგილზე დაიღუპა, მისი გარემოცვის ოთხი წევრი კი დაიჭრა.