აჰმადინეჯადის დემარში მოუწყვეს
26-09-2011
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის  სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა დემონსტრაციულად დატოვეს სხდომათა დარბაზი.ამის მიზეზი აჰმადინეჯადის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ფინანსურ კრიზისსა და საერთაშორისო კონფლიქტებზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და მის მოკავშირეებს ეკისრებათ. მისივე თქმით, მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა ოკუპირებულ ქვეყნებს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად რეპარაციები უნდა გადაუხადონ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით