პუტინი და მედვედევი ადგილებს გაცვლიან - კვირის პალიტრა

პუტინი და მედვედევი ადგილებს გაცვლიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უნდა გახდეს, - განაცხადა რუსეთის მოქმედმა პირველმა პირმა დმიტრი მედვედევმამმართველი პარტიის,“"ედინაია როსიას" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას და პარტიას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას პუტინის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თავად მედვედევი კი საპარლამენტო არჩევნებში "ედინაია როსიას" საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში. პუტინმა მედვედევს მადლობა გადაუხადა და მას 2012 წლის არჩევნების შემდეგ პრემიერობა შესთავაზა.