ტუვალუს აღიარება - კვირის პალიტრა

ტუვალუს აღიარება

ტუვალუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შეთანხმებები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ტუვალუს პრემიერმა ვილი ტელავიმ სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან გააფორმა. ეს ის ტუვალუა, რომელსაც, საქართველოს მთავრობის ოფიციალური განცხადებით, თბილისი 2010 წელს ფინანსურად უნდა დახმარებოდა. შესაძლოა, ქართულმა მხარემ ტუვალუს ფული არ მისცა, ან ჩვენგანაც აიღეს და რუსებისგანაც. კუნძულ-სახელმწიფო ტუვალუში, რომლის ფართობი 26 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, 12177 ადამიანი ცხოვრობს.