მეტალურგების საქმეში დიპლომატებიც ჩაერთვნენ - კვირის პალიტრა

მეტალურგების საქმეში დიპლომატებიც ჩაერთვნენ

შპს "ევრაზიან სთილსის" კუთვნილი ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომლებთან დაკავშირებულ პროცესებში  უცხოელი დიპლომატებიც ჩაერთვნენ.პროფკავშირების ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ქუთაისში იმყოფებოდნენ და საკითხში გარკვევა პირადად სცადეს. მეტალურგების საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვიც. შეგახსენებთ, რომ აქცია, რომელზეც ქუთაისელი მეტალურგები შრომის პირობების გაუმჯობესებასა და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვდნენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. სამ მეტალურგს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.