ახალი სკანდალი ებრაელი ბიზნესმენების საქმეში - კვირის პალიტრა

ახალი სკანდალი ებრაელი ბიზნესმენების საქმეში

საქართველოში ისრაელის საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას ნოტა გაუგზავნა, რომელშიც პატიმარი ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახავ მოპყრობას აპროტესტებს. ფუქსის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის ცნობით, ებრაელ ბიზნესმენთან რამდენჯერმე ღამით შევიდნენ შავფორმიანი პირები, საცვლების ამარა პატიმარი კედელთან დააყენეს, ხელები ააწევინეს და ასეთ მდგომარეობაში კარგა ხანს ამყოფეს. გარდა ამისა, ფუქსს კოკაინის ჩადებით და დამატებით 20-წლიანი სასჯელის შეფარდებითაც დაემუქრნენ. არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ებრაელ ბიზნესმენებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით ისრაელის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილთან საუბარს გეგმავს.