ახალი სკანდალი ებრაელი ბიზნესმენების საქმეში
26-09-2011
საქართველოში ისრაელის საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას ნოტა გაუგზავნა, რომელშიც პატიმარი ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახავ მოპყრობას აპროტესტებს. ფუქსის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის ცნობით, ებრაელ ბიზნესმენთან რამდენჯერმე ღამით შევიდნენ შავფორმიანი პირები, საცვლების ამარა პატიმარი კედელთან დააყენეს, ხელები ააწევინეს და ასეთ მდგომარეობაში კარგა ხანს ამყოფეს. გარდა ამისა, ფუქსს კოკაინის ჩადებით და დამატებით 20-წლიანი სასჯელის შეფარდებითაც დაემუქრნენ. არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ებრაელ ბიზნესმენებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით ისრაელის პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილთან საუბარს გეგმავს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?