საქართველოს ინტერპოლის უფროსი ეწვია - კვირის პალიტრა

საქართველოს ინტერპოლის უფროსი ეწვია

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ინტერპოლის შეფი როლანდ მეუბი, რომელსაც საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მასპინძლობდა. ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ინტერპოლის მონაცემთა ბაზასთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება იყო.  მეუბის თქმით, ყველა ქართველ პოლიციელს მიეცემა შესაძლებლობა, თითის ანაბეჭდის მიხედვით მოახდინოს პირის იდენტიფიცირება და გაიგოს, არის თუ არა კონკრეტული ადამიანი ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში.