ალასანიამ გილაურს წერილი მისწერა - კვირის პალიტრა

ალასანიამ გილაურს წერილი მისწერა

ალასანიამ გილაურს წერილი მისწერაალასანიას თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობის გამო, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით, ასობით ფერმერი დაზარალდა, რომელთაც სიმინდის თესლი სახელმწიფოსგან კრედიტით ჰქონდათ აღებული. ალასანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებმა მოსავალი ვერ მიიღეს, მთავრობა მათგან სესხის დაბრუნებას ითხოვს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მოუწოდებს გილაურს, დაზარალებულები გადასახადისგან გაათავისუფლოს და მათ ზარალი აუნაზღაუროს.