საარჩევნო გაუგებრობა - კვირის პალიტრა

საარჩევნო გაუგებრობა

"ნაციონალური მოძრაობის", "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ახალი მემარჯვენეებისგან" შემდგარმა სარედაქციო ჯგუფმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა ოპოზიციისთვის სიურპრიზით დაიწყო.კერძოდ, "საარჩევნო კოდექსის" პროექტში ისეთი საკითხები მოხვდა, რომლებიც თავის დროზე ხელისუფლებას ოპოზიციასთან არ შეუთანხმებია - საარჩევნო უბნებზე ვოდეოთვალთვალისა და მარკირების პროცესის გაუქმება და ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების გაზრდა. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ოპოზიციის პრეტენზიებს ასე უპასუხა, - არჩევნებისას ვიდეოთვალთვალი არ შეესაბამება ევროკავშირის სამოდელო კოდექსს. მისივე მტკიცებით, მარკირების გაუქმება არასამთავრობო სექტორმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მარკირება საარჩევნო პროცედურებს ზედმეტად ტვირთავს.