სააკაშვილი ობამას შეხვდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ობამას შეხვდა

ნიუ-იორკში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაქ ობამას შეხვდა.არაოფიციალური შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის სახელით გამართულ ლანჩზე შედგა, რომელსაც, ტრადიციულად, გენერალური ასამბლეის წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს.