პატრიარქმა კვიპროსის მთავარეპისკოპოსს უმასპინძლა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსს უმასპინძლა. უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას, ქრიზოსთომოსის ვიზიტს ისტორიული უწოდა და მწუხარებით დასძინა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაპყრობილია, ისევე როგორც კვიპროსის ნაწილი. "საქართველოს დაყოფას ერი არასოდეს შეეგუება", - ბრძანა პატრიარქმა და გამთლიანება კვიპროსსაც უსურვა. კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსის თქმით, - საქართველოს და კვიპროსს მართლაც ერთნაირი ბედი აქვთ. ოღონდ, კვიპროსის ტერიტორიის 40% მუსლიმანებს აქვთ დაკავებული, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არსებული მდგომარეობა კი
ერთმორწმუნე ხალხის ბრალია. საქართველო და კვიპროსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არც ერთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ. პატრიარქმა და მთავარეპისკოპოსმა კვიპროსში ქართული ეკლესიების ბედზეც ისაუბრეს. ქრიზოსთომოსის განცხადებით, კვიპროსში ქართული ნატაძრალები მალე განახლდება.






მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები