პატრიარქმა კვიპროსის მთავარეპისკოპოსს უმასპინძლა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა კვიპროსის მთავარეპისკოპოსს უმასპინძლა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსს უმასპინძლა. უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას, ქრიზოსთომოსის ვიზიტს ისტორიული უწოდა და მწუხარებით დასძინა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაპყრობილია, ისევე როგორც კვიპროსის ნაწილი. "საქართველოს დაყოფას ერი არასოდეს შეეგუება", - ბრძანა პატრიარქმა და გამთლიანება კვიპროსსაც უსურვა. კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსის თქმით, - საქართველოს და კვიპროსს მართლაც ერთნაირი ბედი აქვთ. ოღონდ, კვიპროსის ტერიტორიის 40% მუსლიმანებს აქვთ დაკავებული, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არსებული მდგომარეობა კი ერთმორწმუნე ხალხის ბრალია. საქართველო და კვიპროსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არც ერთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ. პატრიარქმა და მთავარეპისკოპოსმა კვიპროსში ქართული ეკლესიების ბედზეც ისაუბრეს. ქრიზოსთომოსის განცხადებით, კვიპროსში ქართული ნატაძრალები მალე განახლდება.