ერთი წელი აგვისტოს ომიდან - კვირის პალიტრა

ერთი წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან ერთი წელი შესრულდა. ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი და 14

პოლიციელი.  დაკარგულად მიიჩნევა 23 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა მოქალაქემ. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება სულ 26 ათასი მოქალაქე, -19381 ცხინვალის რეგიონიდან, 1893 კოდორის ხეობიდან და 5348 ახალგორის რაიონიდან.  7 აგვისტოს გორის ციხეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა გაიშალა. დროშის გაშლაში 500-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათ ხელში ეჭირათ თეთრი და წითელი ფერის ქსოვილები და საქართველოს სახელმწიფო დროშაც ამ ქსოვილებისგან ააწყვეს.