ევროპარლამენტი პალესტინის დამოუკიდებლობას ემხრობა - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტი პალესტინის დამოუკიდებლობას ემხრობა

ევროპარლამენტმა ლეგიტიმურად ცნო პალესტინის ადმინისტრაციის მოთხოვნა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თაობაზე. ევროპის საკანონმდებლო ორგანომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ პალესტინამ დამოუკიდებლობას მხოლოდ ისრაელთან დიალოგის გზით უნდა მიაღწიოს. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ თუ პალესტინა დამოუკიდებელი გახდა, იერუსალიმი ორივე ქვეყნის დედაქალაქი უნდა იყოს.