სომხეთში 24-საათიანი მიტინგები დაიწყო - კვირის პალიტრა

სომხეთში 24-საათიანი მიტინგები დაიწყო

სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, "ნაციონალური კონგრესის" ხელმძღვანელის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ინიციატივით, ერევანში, თავისუფლების მოედანზე, 24-საათიანი მიტინგები დაიწყო. ოპოზიციონერებმა ერევნის ცენტრში კარვები გაშალეს და მანამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს. მოთხოვნებს შორისაა 2008 წლის 1-ელი მარტის მოვლენების შესწავლა (ოპოზიციის მიტინგის დარბევისას 10 კაცი დაიღუპა), პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მედიაზე ზეწოლის შეწყვეტა, გარე ვაჭრობის დაშვება და ა.შ.