ანაკლია-განმუხურის ხიდი ენგურმა წაიღო
ადიდებულმა ენგურმა პლაჟთან დამაკავშირებელი ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდი წაიღო.ეს ხიდი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 აგვისტოს საზეიმოდ გახსნა, მაგრამ 10 დღეში ხიდზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მტკიცებით, ხიდი ისედაც უნდა შეცვლილიყო და მისი დემონტაჟი მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, რამდენიმე დღეში იტალიიდან ახალი ხიდის კონსტრუქციები ჩამოვა და ძველის ადგილზე ახალი ნაგებობა აიგება.