ავტორიზაცია 7 უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმდა - კვირის პალიტრა

ავტორიზაცია 7 უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმდა

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლის დაწყების პირველ დღეს შეიტყვეს, რომ სასწავლებელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია გაუუქმა და ისინი მობილობის პრინციპით სხვა უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გადანაწილებულიყვნენ.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ კი ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციული უწოდა და განაცხადა, რომ 20 წლის გამოცდილების მქონე უნივერსიტეტს სპეციალურად ხურავენ.

ავტორიზაცია გაუუქმდათ ასევე კავკასიის აკადემიურ ცენტრს,  საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯს, სასწავლო უნივერსიტეტ "ინტერფარმს"; ევროპულ საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს; დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიასა" და ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს.