ზეევ ფრენკელმა გულის ოპერაცია გადაიტანა - კვირის პალიტრა

ზეევ ფრენკელმა გულის ოპერაცია გადაიტანა

პატიმარმა ებრაელმა ბიზნესმენმა ზეევ ფრენკელმა გულის ოპერაცია გადაიტანა.მისი ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის ცნობით, ოპერაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ფრენკელმა ინფარქტი მიიღო. ინფარქტი კი, კბილაშვილის ინფორმაციით, ბიზნესმენს მას შემდეგ დაემართა, რაც ციხის ადმინისტრაციამ აუცილებელი პრეპარატები არ მიაწოდა.

პარალელურად, ებრაული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაპატიმრებული ბიზნესმენების საქმეზე ისრაელი რადიკალური ზომების მიღებას გეგმავს, კერძოდ, არ არის გამორიცხული, თელ-ავივმა საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვაც მოითხოვოს (ვრცლად იხ. გვ. 6).