ალასანიამ თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა - კვირის პალიტრა

ალასანიამ თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ომის ვეტერანის, 57 წლის სერგო თეთრაძის მკვლელობაში სამხედრო უწყება დაადანაშაულა.ალასანიას ინფორმაციით, თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 17 სექტემბერს დააკავეს, 24 სექტემბერს კი მის ოჯახს აცნობეს, რომ თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მტკიცებით, ცხედარს ეტყობოდა ძალადობის შენიღბვის ნიშნები და სერგო თეთრაძე მოკლულია.