მესიჯები ვაშინგტონიდან - კვირის პალიტრა

მესიჯები ვაშინგტონიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მიიღო. კლინტონმა მოუწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაქსიმალურად გამოიყენოს შვეიცარიის შუამავლობა და ეცადოს პროგრესის მიღწევას დელეგაციების შეხვედრის დროს, რომელიც ვმო-ში რუსეთის გაწევრების გამო უახლოეს მომავალში გაიმართება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში 2012-2013 წლებში საარჩევნო სეზონი დაიწყება და აუცილებელია ის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.