რა ხდება "ექვსიანში" - კვირის პალიტრა

რა ხდება "ექვსიანში"

ოპოზიციური "ექვსიანის" წევრი "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ასათიანის თქმით, "ექვსიანში" ფრონტის გაფართოებაზე მსჯელობენ, რასაც მისი ერთი ნაწილი არ ეთანხმება."ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა კი პირდაპირ მოუწოდა პოლიტიკურ პარტნიორებს, ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ ბლოკად და ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად. ჯერჯერობით მას "ექვსიანის" სხვა წევრებისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია.