ცემა-ტყეპა პარლამენტში - კვირის პალიტრა

ცემა-ტყეპა პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა პეტრე მამრაძემ სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს მოვლენებს "მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა" უწოდა, რასაც უმრავლესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის აღშფოთება მოჰყვა."ახვარო, ნაძირალა, იდიოტო, უნამუსო", - ამ სიტყვებით მიიჭრა ბობოხიძე მამრაძესთან და თავში ხელი ჩაარტყა.

უმრავლესობის წევრებმა ბობოხიძის დაშოშმინება ძლივს მოახერხეს. სხდომის საკმაოდ დიდი ნაწილი კი უმრავლესობამ და ოპოზიციამ იმის გარკვევაში გაატარეს, ვინ რუსეთის აგენტია და ვინ მხურვალე პატრიოტი (ვრცლად იხ. გვ. 14. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები იხ. palitratv.ge-ზე).