ევროკავშირზე უარი გვითხრეს - კვირის პალიტრა

ევროკავშირზე უარი გვითხრეს

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვარშავის სამიტისგან ოფიციალური თბილისი ბევრს მოელოდა, კერძოდ კი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის თაობაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

სამიტმა იმედი გაგვიცრუა. როგორც სამიტის შემდეგ პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, არ არსებობს წინა პირობა, რომ ევროკავშირში საქართველოსა და მოლდოვას გაწევრებაზე დაიწყოს საუბარი. სამაგიეროდ, სამიტის გადაწყვეტილებით, საქართველოსა და მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები წლის ბოლოსთვის გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია წარმომადგენლობითი იყო.–სამიტის მუშაობაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მონაწილეობდნენ.